გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი:გურამ ნათენაძე
საგანი: ფიზიკა
კლასი:IX
თემა:  სინათლის წრფივი  გავრცელება
დრო:                წუთი:
მოსწავლეთა  პროფილი:28 მოსწავლე
გაკვეთილის  მიზანი:

მოსწავლე იკვლევს სინათლის თვისებებს ცდით,აკეთებს სწორ დასკვნებს და  აყალიბებს ძირითად ცნებებს „მოვლენა-მიზანი- შედეგის“ ცხრილში
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
 ფიზიკა: IX-8   მოსწავლეს შეუძლია  გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი  პრინციპების  ანალიზი
 კვლევა: IX-1   მოსწავლე შეუძლუძლია   განსაზღვროს  კვლევის საგანი და ეტაპები
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია გარემომცველი სამყაროს შესახებ.ისინი  გაიხსენებენ სინათლის  საშუალების  ინფორმაციის აღქმის  მნიშვნელობას,დაასახელებენ ხელოვნურ და ბუნებრივ წყაროებს
შეფასება და თვითშეფასება:

გაკვეთილზე  მასწავლებლის მხრიდან ფასდება როგორც ფაქტიური ცოდნა თემის ირგვლივ,ასევე  ცდების ჩატარებისა და დასკვნების გამოტანის უნარები გამოიყენება  განმავითარებელი შეფასება. 1. მოსწავლეების დაკვირვება   2. თვითშეფასება
სასწავლო მასალა და რესურსები:
 საკითხავი  მასალა,დაფა,ცარცი,დენის წყარო,თეთრი ეკრანი,სარკე,გაუმჭირვალე სხეულები
აქტივობა №1 გამოწვევა ,გონებრივი იერიში
აქტივობის მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვების საშუალებით

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს:- გაიხსენეთ რა იცით სინათლის შესახებ
სავარაუდო  პასუხები:
-         სინათლეს ადამიანის  ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია (მოჰყავთ მაგალითები)
-         მზის ენერგია  სინათლეს მოაქვს დედამიწაზე
-         ადამიანი ინფორმაციის 90% სინათლის მეშვეობით აღიქვამს
-         სინათლის წყაროებია: ხელოვნური და ბუნებრივი (მოჰყავთ მაგალითები)

აქტივობა№2   ცდების ჩატარება
აქტივობის მიზანი: სინათლის თვითშეფასების  შესწავლა და  დასკვნების  გამოტანა 

მასწავლებელი წინასწარ სვამს კითხვებს: 1)  როგორ ვხედავთ სხეულებს  რომლებიც  თვითონ არ ასხივებენ
2) როდის და რატომ წარმოიქმნება ჩრდილი, 3)  როგორ ვრცელდება სინათლის  სხივები  წყაროდან გამოსვლის შემდეგ  სთხოვს მოსწავლეებს დაიკაონ  შესაბამისი ადგილები სადაც ცდების ჩასატარებლად  რესურსებია  თავმოყრილი.შესაბამის  ინსტრუქციის შემდეგ  მოსწავლეები ჯგუფურად ატარებენ ცდებს და იკვლევენ შედეგებს.შედეგები აღირიცხება  ერთ-ერთი ჯგუფის მიერ,რომლებიც დასკვნის (საბოლოო სახით)  სახით გადაიტანება სამუშაო ფურცლებზე და მიეწოდება მთლიან კლასს.

აქტივობა№3   ცდის შედეგების განზოგადება (პრეზენტაცია)
აქტივობის მიზანი: სამივე ჯგუფის მიერ ჩატარებული ცდების შედეგების შეჯამება და  გაცნობა კლასისთვის.

დასკვნები ასეთი შეიძლება იყოს: 1) სინათლის სხივები  წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდება,მაგრამ დაბრკოლებას ვერ შემოუვლის. 2)  სხეულებს რომლებიც სხივებს არ ასხივებენ ,ვხედავთ იმიტომ რომ, ის მასზე დაცემულ  სხივებს აირეკლავს და  თვალში გვხვდება(მეორადი წყარო)
3) სინათლე ერთგვაროვან  გარემოში სწორხაზოვნად  ვრცელდება ამიტომ წარმოიქმნება ჩრდილი.


 აქტივობა№4 შეჯამება
აქტივობის მიზანი:მასწავლებელი აჯამებს ყველა აქტივობის შედეგს და ავსებს „მოვლენა-მიზეზი-შედეგის“სქემას

აქტივობა№5 საგანთ შორის  კავშირი  და პრაქტიკული გამოყენება
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის გააქტიურება  სხვა საგნიდან ან ცხოვრებიდან.
 ინფორმაციის გააქტიურება სხვა საგნებიდან ან ცხოვრებიდან.კავშირი მყარდება ბიოლოგიასთან,კერძოდ განიხილება თვალი როგორც „ოპტიკური ორგანო“ ,ასევე ჩრდილების წარმოქმნის პროცესი „ჩრდილები თეატრში“

აქტივობა№6 შეფასება
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის მიზნის მიღწევის დადგენა,მოსწავლეთა გააქტიურება,განმავითარებელი შეფასება რუბრუკების გამოყენებით,ურთიერთშეფასებით დადგინდება,როგორც  თითოეული  ფგუფის ისე  თითოეული მოსწავლის  წვლილი და უნარები.


აქტივობა№7 საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი: განამტკიცონ გაკვეთილევბზე მიღებული ინფორმაცია.მოიძიონ მასალები მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ.



No comments:

Post a Comment