დირექტორისა და ფასილიტატორის კვლევა



კვლევის მასალები და რეფლექსია.
რესურსი დენის წყარო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ  გამარჯვების  საჯარო სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორის  სკოლის საჭიროების ერთობლივი კვლევა.

კვლევის მიზანი
ეფექტური რეფლექსიის წერის უნარ–ჩვევის განვითარება.
საკვლევი საკითხი
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი და მათი რეფლექსია.
სამიზნე ჯგუფი/გამოკითხულთა რაოდენობა.
პედაგოგთა ჯგუფი/ 11 მასწავლებელი
აღწერეთ კვლევის ინსტრუმენტი.
 გამოკითხვა. რატომ არის საჭირო რეფლექსიის წერა?  თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში რა ადგილი უკავია რეფლექსიას? როგორ დაგეხმარებათ ეფექტური რეფლექსია სასწავლო პროცესში?  თქვენი აზრით რა არის რეფლექსიის ძლიერი მხარე?
აღწერეთ კვლევის მიმდინარეობა.
დამხმარე კითხვების საშუალებით ვაწარმოეთ პედაგოგების  გამოკითხვა ინდივიდუალურად. თითოეული მასწავლებლის პასუხები ჩავინიშნეთ და კითხვების დასრულების შემდეგ გავაკეთეთ გამოკითხულთა შეხედულებების ანალიზი. ანალიზის შეჯამება მოხდა ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე, რამაც გააადვილა მოგვენახა პრობლემის გადაჭრის გზები.  კერძოდ განვიხილეთ, გავაანალიზეთ  და შევიმუშავეთ როგორი უნდა იყოს ეფექტური რეფლექსია.
კვლევის შედეგი
კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ თითოეული მასწავლებლისთვის ვალიდურია  შემაჯამებელი დავალებების ეფექტური რეფლექსიის წერა, რადგანაც იგი  პირდაპირპროპორციულია მოსწავლის აკუმულირებული ცოდნის. იგი ასევე კარგი მაჩვენებელია კლასის პროფილის.
კვლევის დადებითი მხარე (მოიყვანეთ დამადასტურებელი მაგალითი)
შემაჯამებელი დავალების რეფლექსია არის ინდიკატორი მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების. რეფლექსია გვიჩვენებს რა უნარ–ჩვევა აქვს მოსწავლეს გასაუმჯობესებელი და მასწავლებელიც საჭიროებისამებრ განსაზღვრავს აქტივობებს.
კვლევის უარყოფითი მხარე (მოიყვანეთ დამადასტურებელი მაგალითი)
უარყოფითმა და არაკორექტულმა რეფლექსიამ შესაძლებელია გამიწვიოს მოსწავლის დემოტივაცია. მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა აუხსნას მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც შედარებით დიდ დროს მოითხოვს.
რას შეცვლიდით კვლევის ინსტრუმენტში? პროცესში?
გამოყენებული კვლევის ინსტრუმენტი ვფიქრობთ  იყო საკმაოდ მოქნილი, მარტივი და პროდუქტული, რადგანაც მცირე დროის ხარჯზე ეფექტურად მოვახდინეთ პრობლემის გადაჭრა. ასე რომ რაიმეს შეცვლას ამ კვლევის ინსტრუმენტში ნაკლებად ვეცდებოდით.

No comments:

Post a Comment