Sunday, May 26, 2019



თემა:     ძალები                                                                საათების სავარაუდო რაოდენობა:  10(+2)
საკითხთა მინიმუმი:
1.      მსოფლიო მიზიდულობის ძალა;
2.      სიმძიმის ძალა
3.      დრეკადობის ძალა,სხეულთა დეფორმაცია.
4.      ხახუნის ძალა
5.      წონა,უწონობა.
6.      ამოცანების ამოხსნა.
თემის ზოგადი მიზანი:                                                                                                                                                   მოსწავლე დამოუკიდებლად აკვირდება ბუნების ძალებს: იკვლევს და აანალიზებს მას. დასკვნებს იყენებს პრაქტიკული ამოცანების  და პრობლემების გადასაწყვეტად.
თემის ფარგლებში დასამუშავებელი ცნებები
მატერია (ინერცია), სისტემები, სტრუქტურა,  , ურთიერთქმედება (ქმედება, უკუქმედება, გრავიტაცია),  კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი, გამოკითხვა, ინტერვიუ); დაგეგმვა-განხორციელება (საკვლევი კითხვა, ჰიპოთეზა, უსაფრთხოება, რესურსი, ცვლადი (დამოუკიდებელი, დამოკიდებული)  მონაცემი, მონაცემთა ორგანიზება, მონაცემთა ანალიზი, დასკვნა,);  მოდელი (ფორმულა) აღმოჩენა, თეორია, კანონი, ტექნოლოგია, მდგრადი განვითარება.
საკვანძო შეკითხვები
·       რა არის მოძრაობის მიზეზი?
·       რა შემთხვევაში მოძრაობს სხეული ინერციით?
·       რა შემთხვევაში მოძრაობს სხეული აჩქარებულად?
·       რატომ არ აწონასწორებენ ქმედება-უკუქმედების ძალები ერთმანეთს?
·       რა განსხვავებაა სხეულის წონასა და სიმძიმის ძალას შორის?
·       რა განსხვავება წონასა და მასას შორის?
·       რატომ ვერ ვამჩნევთ უნივერსალურ გრავიტაციულ მიზიდულობას საგნებს შორის?
·       როგორ გესმით სხეულების დეფორმაცია?
·       რაზეა დამოკიდებული ხახუნის ძალის სიდიდე?
·       რით განსხვავდება ხახუნი მყარ სხეულებში,ჰაერსა და სითხეში?
აქტივობები
·       იდეების გენერირება
·       კითხვა-პასუხი
·       დისკუსია
·       ექსპერიმენტი
·       პრეზენტაციები
·       პროექტი
·       ამოცანების ამოხსნა
·       შემაჯამებელი სამუშაო
·       პრობლემაზე ორიენტირებული  აქტივობა(გაკვეთილი)

იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
·       მოსწავლეები გაიხსენებენ ბუნების ძალების შესახებ ადრე ნასწავლი მასალას.
·       მოსწავლეები შეადგენენ ბუნების ძალების კლასიფიკაციის სქემას.
·       მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებსა და დაახარისხებენ განსახილველი საკითხების მიხედვი.
·       მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს(ტექსტი, ფილმი,სიმულაციური სავარჯიშოები)  სხვადასხვა წყაროებიდან, დამუშავებენ , გააკეთებენ პრეზენტაციას,გამართავენ დისკუსიას.
·       მოსწავლეები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს სიმძიმის, დრეკადობის და ხახუნის ძალების გამოვლენა-გამოთვლაზე, გააკეთებენ შედარებებს და დასკვნებს.
·       მოსწავლეები ჩაერთვებიან პროექტში,რომელიც სახალისო სახით დაიგეგმება (მინი სპექტაკლის სახით იმიტირებული სასამართლო „ვასამართლებთ  ძალებს“
·       მოსწავლეთა აქტიურობით (ერთობლივად ) ჩატარდება პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
·       მოსწავლეები დაამზადებენ პლაკატებს სასწავლო რესურსის სახით.
·       მოსწავლეები შესრულებენ  მიმდინარე წერით სავარჯიშოებს და შემაჯამებელ სამუშაოს.

შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       აყალიბებს კვლევის მიზანს;
·       გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·       განარჩევს მოცემული ამოცანისთვის  მუდმივ და ცვლად (დამოუკიდებელ, დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·       განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·       არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
                                  

                                                             
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
     შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·      აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების  გამოყენებით.
     შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       იყენებს სხვადასხვა ხერხს  (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად;
·       იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებმონაცემებს ან  ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·       აანალიზებს მონაცემებს  და გამოაქვს დასკვნები;  
·       ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდ

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები

ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების  აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს;
·     რაოდენობრივად ახასიათებს ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობას, აკავშირებს სხეულის ფრენის პარამეტრებს საწყის პირობებთან;
·     გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულების დინამიკის შესასწავლად , შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ
·     ჩამოთვლის მსოფლიო მიზიდულობის ძალის ,დრეკადობის და ხახუნის ძლების გამოვლენის მაგალითებ;
·     ადარებს თავისუფალი ვარდნის აჩქარებებს სხვადასხვა ციურ სხეულზე; 
·     ადევატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

მკვიდრი წარმოდგენები:
·       სხეული უძრავია ან მოძრაობს თანაბრად და წრფივად, თუ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულის ტოლია;
·       ძალა არის სხეულის სიჩქარის შეცვლის მიზეზი.
·       სხეულის აჩქარება მის მასაზე და მასზე მოქმედ  ძალაზეა დამოკიდებული;
·       ქმედება იწვევს უკუქმედებას;
·       ყველა სხეული მიიზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც მათი მასების პროპორციულ და მათ შორის მანძილის კვადრატის უკუპროპორციული.
·       სხეული უწონობის მდგომარეობაშია მაშინ ,როცა ის საყრდენთან ან საკიდელთან ერთად ვარდება ერთნაირი აჩქარებით. თუ სხეული საკიდელთან ან საყრდენთან ერთად აჩქარებით მოზრაობს ზევით(ქვევით) მაშინ სხეულის წონა იზრდება(მზირდება)
·       დედამიწა მის ზედაპირზე მყოფ ყველა სხეულს ერთნაირ აჩქარებას ანიჭებს   g=GM/R2
·       სითხეში სხეულის წონა მცირდება;
·       სხეული რომ გახდეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი მას უნდა მივანიჭოთ დაახლოებით 7,9 კმ/წმ სიჩქარე
·       თავისუფალი ვარდნის აჩქარება მუდმივი სიდიდეა ,ის უმნიშვნელოდ იცვლება დედამიწის  პოლუსებზე მთვარეზე კი 6-ჯერ ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე.
·       დრეკადობის ძალა აღიძვრება სხეულთა დეფორმაციისას და გამოითვლება F=-kx ფორმულით
·       ხახუნის ძალის აღძვრის ერთ-ერთი მიზეზი სხეულის ნაწილაკებს შორის მიზიდულებაა.
·       ხახუნის ძალის არსებობა განაპირობებს ადამიანის სიცოცხლეს
·       სიმძიმის ძალა გრავიტაციული ძალაა, დრეკადობის  და ხახუნის ძალები კი მიეკუთვნება ელექტრომაგნიტურ ძალას.