საკითხთა მინიმუმი:
1. მსოფლიო მიზიდულობის
ძალა;
2.
სიმძიმის ძალა
3.
დრეკადობის ძალა,სხეულთა დეფორმაცია.
4.
ხახუნის ძალა
5.
წონა,უწონობა.
6.
ამოცანების ამოხსნა.
|
თემის ზოგადი
მიზანი:
მოსწავლე დამოუკიდებლად აკვირდება ბუნების ძალებს: იკვლევს და აანალიზებს
მას. დასკვნებს იყენებს პრაქტიკული ამოცანების
და პრობლემების გადასაწყვეტად.
|
თემის ფარგლებში
დასამუშავებელი ცნებები
მატერია (ინერცია), სისტემები, სტრუქტურა, , ურთიერთქმედება (ქმედება, უკუქმედება, გრავიტაცია), კვლევის მეთოდი (ცდა, ექსპერიმენტი, გამოკითხვა, ინტერვიუ); დაგეგმვა-განხორციელება (საკვლევი
კითხვა, ჰიპოთეზა, უსაფრთხოება, რესურსი, ცვლადი (დამოუკიდებელი,
დამოკიდებული) მონაცემი, მონაცემთა
ორგანიზება, მონაცემთა ანალიზი, დასკვნა,);
მოდელი (ფორმულა) აღმოჩენა, თეორია, კანონი, ტექნოლოგია,
მდგრადი განვითარება.
|
საკვანძო შეკითხვები
· რა არის მოძრაობის მიზეზი?
· რა შემთხვევაში
მოძრაობს სხეული ინერციით?
· რა შემთხვევაში
მოძრაობს სხეული აჩქარებულად?
· რატომ არ
აწონასწორებენ ქმედება-უკუქმედების ძალები ერთმანეთს?
· რა განსხვავებაა სხეულის წონასა და სიმძიმის ძალას შორის?
· რა განსხვავებაა წონასა და მასას შორის?
· რატომ ვერ ვამჩნევთ უნივერსალურ გრავიტაციულ მიზიდულობას საგნებს შორის?
· როგორ გესმით სხეულების დეფორმაცია?
· რაზეა დამოკიდებული ხახუნის ძალის სიდიდე?
· რით განსხვავდება ხახუნი მყარ სხეულებში,ჰაერსა
და სითხეში?
|
აქტივობები
·
იდეების
გენერირება
·
კითხვა-პასუხი
·
დისკუსია
·
ექსპერიმენტი
·
პრეზენტაციები
·
პროექტი
·
ამოცანების
ამოხსნა
·
შემაჯამებელი
სამუშაო
·
პრობლემაზე
ორიენტირებული აქტივობა(გაკვეთილი)
|
იდეები კომპლექსური
დავალებებისთვის
·
მოსწავლეები
გაიხსენებენ ბუნების ძალების შესახებ ადრე ნასწავლი მასალას.
·
მოსწავლეები
შეადგენენ ბუნების ძალების კლასიფიკაციის სქემას.
·
მოსწავლეები
გამოთქვამენ ვარაუდებსა და დაახარისხებენ განსახილველი საკითხების მიხედვი.
·
მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციებს(ტექსტი, ფილმი,სიმულაციური სავარჯიშოები) სხვადასხვა წყაროებიდან, დამუშავებენ ,
გააკეთებენ პრეზენტაციას,გამართავენ დისკუსიას.
·
მოსწავლეები
ჩაატარებენ ექსპერიმენტებს სიმძიმის, დრეკადობის და ხახუნის ძალების
გამოვლენა-გამოთვლაზე, გააკეთებენ შედარებებს და დასკვნებს.
·
მოსწავლეები
ჩაერთვებიან პროექტში,რომელიც სახალისო სახით დაიგეგმება (მინი სპექტაკლის სახით
იმიტირებული სასამართლო „ვასამართლებთ
ძალებს“
·
მოსწავლეთა
აქტიურობით (ერთობლივად ) ჩატარდება პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
·
მოსწავლეები
დაამზადებენ პლაკატებს სასწავლო რესურსის სახით.
·
მოსწავლეები
შესრულებენ მიმდინარე წერით
სავარჯიშოებს და შემაჯამებელ სამუშაოს.
|
შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის
ეტაპები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აყალიბებს კვლევის მიზანს;
·
გამოთქვამს მოსაზრებას/ვარაუდს;
·
განარჩევს
მოცემული ამოცანისთვის მუდმივ და ცვლად
(დამოუკიდებელ, დამოკიდებულ) პარამეტრებს;
·
განსაზღვრავს
კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·
არჩევს
სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის
განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·
აწარმოებს
დაკვირვებას
და/ან
გაზომვებს,
აღრიცხავს
მონაცემებს;
კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა
წარმოსადგენად;
·
იყენებს
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და
რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს
მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები;
·
ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდ
მიმართულება:
ფიზიკური მოვლენები
ფიზ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია სხეულთა
მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
რაოდენობრივად ახასიათებს
ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის
მოძრაობას, აკავშირებს სხეულის ფრენის პარამეტრებს საწყის პირობებთან;
·
გეგმავს და ატარებს ცდებს
სხეულების დინამიკის შესასწავლად , შედეგებს აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
·
ჩამოთვლის მსოფლიო მიზიდულობის ძალის ,დრეკადობის
და ხახუნის ძლების გამოვლენის მაგალითებს;
·
ადარებს თავისუფალი ვარდნის
აჩქარებებს სხვადასხვა ციურ სხეულზე;
·
ადეკვატურად იყენებს შესაბამის
ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
|
მკვიდრი წარმოდგენები:
· სხეული უძრავია ან
მოძრაობს თანაბრად და წრფივად, თუ მასზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულის ტოლია;
· ძალა არის სხეულის
სიჩქარის შეცვლის მიზეზი.
· სხეულის
აჩქარება
მის
მასაზე
და
მასზე
მოქმედ ძალაზეა დამოკიდებული;
· ქმედება იწვევს
უკუქმედებას;
· ყველა
სხეული
მიიზიდავს
ერთმანეთს
ძალით, რომელიც მათი
მასების
პროპორციულია და მათ
შორის
მანძილის
კვადრატის
უკუპროპორციული.
· სხეული უწონობის
მდგომარეობაშია მაშინ ,როცა ის საყრდენთან ან საკიდელთან ერთად ვარდება ერთნაირი
აჩქარებით. თუ სხეული საკიდელთან ან საყრდენთან ერთად აჩქარებით მოზრაობს
ზევით(ქვევით) მაშინ სხეულის წონა იზრდება(მზირდება)
· დედამიწა მის
ზედაპირზე მყოფ ყველა სხეულს ერთნაირ აჩქარებას ანიჭებს g=GM/R2
· სითხეში სხეულის წონა მცირდება;
·
სხეული რომ გახდეს
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი მას უნდა მივანიჭოთ დაახლოებით 7,9 კმ/წმ
სიჩქარე
·
თავისუფალი ვარდნის
აჩქარება მუდმივი სიდიდეა ,ის უმნიშვნელოდ იცვლება დედამიწის პოლუსებზე მთვარეზე კი 6-ჯერ ნაკლებია ვიდრე
დედამიწაზე.
·
დრეკადობის ძალა
აღიძვრება სხეულთა დეფორმაციისას და გამოითვლება F=-kx ფორმულით
·
ხახუნის ძალის
აღძვრის ერთ-ერთი მიზეზი სხეულის ნაწილაკებს შორის მიზიდულებაა.
·
ხახუნის ძალის
არსებობა განაპირობებს ადამიანის სიცოცხლეს
·
სიმძიმის ძალა
გრავიტაციული ძალაა, დრეკადობის და
ხახუნის ძალები კი მიეკუთვნება ელექტრომაგნიტურ ძალას.
|
Sunday, May 26, 2019
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment